Accessibility links

logo-print

პარიზის კლიმატის შეთანხმების გასაფორმებლად მსოფლიოს ლიდერები გაეროში შეიკრიბნენ


მსოფლიოს 170-მდე სახელმწიფოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ გაეროში და ხელს აწერენ და პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას. გაეროს გენერალურ მდივანი , ბან კი მუნი, მასპინძლობს სხვა ლიდერებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, რომელიც პირველი იყო ხელის მომწერთა შორის. მიზანი დოკუმენტისა, რომლის ტექსტი მიიღო თითქმის 200-მა სახელმწიფომ, კლიმატის ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზეგავლენის მოხდენისმცდელობა, -სხვათა შორის, ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდთან შედარებით საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუსზე შეჩერებაა. გაერო თვლის, რომ მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს თანხმობა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, ადასტურებს რომმზარდი ტემპერატურის შეჩერებას ემხრობიან. ბუნების დამცველთა ნაწილი თვლის, რომ ეს ყურადღების სხვა საკითხზე გადატანაა. ხელშეკრულება, ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შევა 30 დღეში მას მერე, რაც 55 ქვეყანა, რომელზეც მოდის სათბურის გაზის გამოყოფის 55 პროცენტი, დაასრულებს რატიფიკაციის პროცესს.

XS
SM
MD
LG