Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ახალი კანონით, დანაშაულია სხვა ქვეყანაში სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობა


ბელორუსიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ახალი კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც ისჯება უცხოეთში ყოველგვარ სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობა. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან, ანუ 22 აპრილიდან ათ დღეში. კანონპროექტი დეპუტატებმა დაამტკიცეს მარტში, ახლა მას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ახალი კანონით, უცხოეთში სამხედრო ქმედებაში მონაწილეობაში ბრალდებულს ხუთწლიანი პატიმრობა დაემუქრება, ხოლო მათ, ვინც უცხოეთში მებრძოლებს ფინანსურად დაეხმარება, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მოელის.

XS
SM
MD
LG