Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი „უპრეცედენტოს“ უწოდებს თურქეთის განცხადებებს მთიანი ყარაბაღის შესახებ


რუსეთი აკრიტიკებს თურქეთის მთავრობას იმ, მოსკოვის თქმით „აბსოლუტურად მიუღებელი“ განცხადებებისთვის, რომლითაც ის გამოვიდა სომხეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და აზერბაიჯანის ძალებს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტის ბოლო ესკალაციის დროს. ეს მოწოდებები მშვიდობისკენ კი არ იყო, არამედ ომისკენო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 22 აპრილს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან ერევანში შეხვედრის შემდეგ. ყარაბაღელ სეპარატისტებსა და აზერბაიჯანის ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 5 აპრილს მიღწეული შეთანხმებით შეჩერდა, თუმცა დროდადრო ახლაც არის სროლის შემთხვევები. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, თურქეთი „ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების გვერდით დგასო“. მისი თქმით, ყარაბაღი ოდესმე დაუბრუნდება მის მფლობელს და ის კვლავ აზერბაიჯანის იქნება. ამასთან, ერდოანმა რუსეთი სომხეთის მხარის დაკავებაში დაადანაშაულა. თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დრამატულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში ანკარამ სირიის საზღვართან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

XS
SM
MD
LG