Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ გაუშვა ბალისტიკური რაკეტა


სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთმა კორეამ მის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა წყალქვეშა ნავიდან. ამ ცნობის ფონია შეშფოთება, რომ ფხენიანი შესაძლოა ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად ემზადებოდეს. ბოლო კვირებში ჩრდილოეთმა კორეამ რამდენიმე რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლა ზღვაში, რითიც ის აპროტესტებს სამხრეთ კორეასა და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს და ფხენიანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამკაცრებას, მის მიერ ახლახან ბირთვული ცდის ჩატარების და გრძელი რადიუსის რაკეტის გაშვების გამო. ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება შესაძლოა უკავშირდებოდეს მმართველი პარტიის მნიშვნელოვან ყრილობას, რომელიც მომავალ თვეშია დაგეგმილი, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძალაუფლება.

XS
SM
MD
LG