Accessibility links

ვუჩიჩი სერბებს მოუწოდებს იმოძრაონ ევროკავშირისკენ და ამავე დროს შეინარჩუნონ რუსეთთან კავშირი


სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარალამენტო არჩევნებზე სერბ ამომრჩეველს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მის მიზანს, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირისკენ სვლას და თან რუსეთთან ახლო კავშირების შენარჩუნებას. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ განვახორციელებთ ევროპული ინტეგრაციის პროცესს და გაწევრიანების პროცესსაც დავაჩქარებთო, განაცხადა ვუჩიჩმა მას შემდეგ, რაც ხმა მისცა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციულ კავშირებს [რუსეთში] და აღმოსავლეთში არსებულ მეგობრებთანო, დასძინა მან. ვუჩიჩი, რომელმაც არჩევნები დაგეგმილზე ორი წლით ადრე დანიშნა, ამბობს, რომ უფრო ძლიერი მანდატი ესაჭიროება, ვიდრე მის მემარჯვენე-ცენტრისტულ პროგრესულ პარტიას ამჟამად აქვს. მისი თქმით, უფრო ფართო მანდატი მას საშუალებას მისცემს სერბია ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს დაუახლოვოს და ეკონომიკა გააძლიეროს, ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოთხოვნილი რეფორმების განხორციელების გზით.

XS
SM
MD
LG