Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ხსოვნის მსვლელობას ჯორჯ კლუნი გაუძღვა


ერევანში გამართულ ხსოვნის მსვლელობაზე სომხეთის ათასობით მოქალაქეს გაუძღვა ჰოლივუდის ვარსკვლავი და უფლებადამცველი ჯორჯ კლუნი, რათა აღენიშნათ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 101-ე წლისთავი. კლუნი გამოდის მოწოდებით ხოცვა-ჟლეტა საერთაშორისოდ იქნას აღიარებული გენოციდად. მან სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან ერთად ყვავილებით შეამკო მსხვერპლთა მემორიალი. სომხების განცხადებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის დაშლის პერიოდში გაჟლიტეს მილიონნახევრამდე ადამიანი. ამ განცხადებას ბევრი სხვა ქვეყანაც იზიარებს. თურქეთი მწვავედ უარყოფს სიტყვა „გენოციდს“ და აცხადებს, რომ დაიღუპა 300,000-დან 500,000-მდე სომეხი და დაახლოებით ამდენივე თურქი, სამოქალაქო მღელვარების დროს, როცა სომხები თურქი მმართველების წინაღმდეგ აჯანყდნენ და რუსეთის სამხედროების მხარე დაიჭირეს.

XS
SM
MD
LG