Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის კომიტეტი განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი დღეს ბრიუსელში განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია ევროკომისიის ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ვალდებულება და შესაბამისად, უნდა გადავიდეს ჩამონათვალში იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ ჯერ ევროპარლამენტის სხდომაზე, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოში. საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო მოელის, რომ ევროპარლამენტი საკითხს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში განიხილავს და საქართველოს ექნება როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროკავშირის საბჭოს სრული მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG