Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ გეგეშიძე: აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთ-ერთი გამორჩეულია


აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ერთ-ერთი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთანაა შეხამებული ძლიერი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტები - განუცხადა ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. მისი თქმით, პრემიერის ვიზიტისას, რომელიც ძლიერ ბიძგს მისცემს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას, შეჯამდება ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვლილი პერიოდი და დაისახება ახალი პესპექტივები. ”შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში ეს არის სამაგალითო ურთიერთობები, თანამშრომლობის განვითარებისკენ ორივე ქვეყნის ძალისხმევა კი, თვალნათლივ ჩანს უკვე მიღწეული შედეგებიდან“ - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ. ელჩის ინფორმაციით, ვაშინგტონში დიდი ინტერესია საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ და პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა თავად ისაუბროს, თუ როგორ ემზადება ქვეყანა მომავალი არჩევნებისთვის. არჩილ გეგეშიძის ცნობითვე, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტისას გაფორმდება საქართველოს საპარტნიორო ფონდის და აშშ-ის კერძო ინვესტიციების კორპორაციის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების გაზრდას.

XS
SM
MD
LG