Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ხარატიშვილი


25 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ხარატიშვილი, "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს ცვლილებებზე მოლაპარაკებებში. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილების არც თავისი და არც ოპოზიციის ვარიანტის ინიცირებას აპირებს. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საფრთხეებზე, რასაც ქმნის, როგორც თავად აღნიშნა, "არასტანდარტული" წინასაარჩევნო ვითარება. ზურაბ ხარატიშვილი თვლის, რომ ოპოზიციის კონსოლიდაციის შემთხვევაში, შესაძლებელია საარჩევნო გარემოს, არა საკონსტიტუციო ცვლილებით, მაგრამ მაინც, შეცვლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG