Accessibility links

logo-print

სერბიის პრემიერის პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა


სერბიის პრემიერ მინისტრმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ, ცენტრისტულ-მემარჯვენე სერბიის პროგრესულმა პარტიამ, ვადამდე საპარლამენტო არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა ევროპის კავშირში გაერთიანების კურსს შეინარჩუნებს. მისი თქმით, სერბია ევროპის კავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. არჩევნებში სერბიის პროგრესულმა პარტიის გამარჯვება ოფიციალურადაც დადასტურდა. ვუჩიჩის პარტიამ ხმების 48 პროცენტი მოიპოვა. თუმცა, შედეგების მიხედვით, პარლამენტში, 2012 წლის შემდეგ პირველად, ადგილი მოიპოვა პრორუსულმა ნაციონალისტურმა პარტიამაც. ვუჩიჩის პარტიის პარტნიორმა, სოციალისტურმა პარტიამ 11 პროცენტი მოიგო. მემარჯვენე პარტიებმა, მცირე რაოდენობით ამომრჩეველი მიიმხრეს, მაგრამ იმისთვის საკმარისი, რომ 250- ადგილიან პარლამენტში წარმომადგენლები იყოლიონ. სამმა ოპოზიციურმა, პრო-დასავლურმა ძალამ, დემოკრატებმა, სოციალ-დემოკრატებმა და ახალმა რეფორმისტებმა ვერ მოახერხეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრი ხუთპროცენტიანი ზღუდის გადალახვა.

XS
SM
MD
LG