Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა გერმანიას, ჰანოვერს სტუმრობს


აშშ პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გერმანიაში აშშ-ისა და მსოფლიოსთვის ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე ემოციური განცხადებით გამოვიდა. ობამა გერმანიაში, ჰანოვერშია ჩასული საოფისე და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ყოველწლიურ ბაზრობაზე. ობამას თქმით, აშშ-ს და მთელ მსოფლიოს სჭირდებათ ძლიერი, აყვავებული, დემოკრატიული და ერთიანი ევროპა. ობამამ ნატოს თითოეული წევრს მიმართა, სამხედრო ალიანსში თავიანთი წილი შეიტანონ. ობამას თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი ყველა ქვეყანამ უნდა გაიღოს საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს ყოველთვის ასე არ იყო, ხანდახან, გულწრფელი ვიქნები, თქვა ობმამ, ევროპა საკუთარი თავდაცვით თვითკმაყოფილებას ავლენდაო. ამერიკელმა სტუმარმა ევროპის ლიდერებს მიმართა, რომ შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის მიმართ, უკრაინში მისი როლის გამო.

XS
SM
MD
LG