Accessibility links

logo-print

ირანული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეს განაჩენი გამოუტანეს და საპატიმროდან გაუშვეს


ექვსწლიანი განაჩენი გამოუტანეს და გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაუშვეს ირანული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც 2009 წელს დატოვა ირანი და ახლა ავადმყოფი დედის მოსანახულებლად იყო ჩასული თეირანში. ოპოზიციური ვებსაიტი „ქალემე“, იტყობინება, რომ 58 წლის ნაზაქ აფშარი, ადრე საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი, მარტში დააკავეს თეირანში ჩასვლისთანავე, აეროპორტში. ამავე წყაროს ცნობით, აშრაფი გაუშვეს ევინის ციხიდან მას მერე, რაც ოფიციალურად ბრალი წაუყენეს. ირანის იუსტიციის უწყებებს ამ საქმის შესახებ არაფერი განუცხადებიათ.

XS
SM
MD
LG