Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღანი: პაკისტანი თალიბას უნდა შეებრძოლოს


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ პაკისტანს მოუწოდა, შეებრძოლოს თალიბანს სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან მისი მოყვანის მცდელობის ნაცვლად. ეს ღანიმ განაცხადა 25 აპრილს, პარლამენტის წინაშე, ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც თალიბანის თავდასხმას 64 ადამიანი ემსხვერპლა ქაბულში. ამ ტერაქტის დროს 340 ადამიან დაშავდა. ღანის თქმით, ის აღარ მოელის, რომ პაკისტანი თალიბანს სამშვიდობო მოლაპარკებაზე მოიყვანს. მისი თქმით, პაკისტანმა უნდა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია მათ მიმართ, ვინც პაკისტანშია დაფუძნებული და ცნობილია პაკისტანისთვის, რომ იქ არიან.

XS
SM
MD
LG