Accessibility links

logo-print

AP-ის რეპორტიორებს ბელორუსიაში რადიაციულად დაბინძურებული რძე შესთავაზეს


ასოშიეიტედ პრესის რეპორტიორებმა, რომლებიც ჩერნობილის მახლობელ არეალს სტუმრობდნენ ბელორუსიაში, განაცხადეს, რომ რძე, რომელიც მათამ არეალის მერძევეობის ერთ-ერთ ფერმაში შესთავაზეს, ამ ქვეყანაში დაშვებულ ნორმაზე ათჯერ უფრო მეტად იყო რადიაციულად დაბინძურებული. ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე კატასტროფა 1986 წელს, 26 აპრილს მოხდა, რასაც მთელი რეგიონის დაბინძურება მოჰყვა. ასოშიეიტედ პრესის რეპორტიორებს რძე შესთავაზეს ჩერნობილიდან 45 კილომეტრში მდებარე მერძევეობის ფერმაზე. ფერმერმა ნიკოლაი ჩუბენოკმა განაცხადა, რომ მისი 50 ძროხის რძით ამარაგებს ადგილობრივ რძის პროდუქტების ფაბრიკას, სადაც რუსეთისთვისაც ამზადებენ პარმეზანის ტიპის ყველს. ფერმის წარმომადგენელთა თქმით, მათი პროდუქტის ამგვარი დაბინძურება, „შეუძლებელია“. მათივე თანახმად, მათ მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ მათი პროდუქტები ნორმებს აკმაყოფილებს.

XS
SM
MD
LG