Accessibility links

logo-print

თურქეთში ერდოანის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმეს ჟურნალისტი


თურქეთის წამყვანი ოპოზიციური გაზეთის, „ჯუმჰურიეთის“ მთავარმა რედაქტორმა, ჯან დუნდარმა და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ ის ათი ათასი დოლარის ოდენობის თანხით დააჯარიმეს ვითომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფერდოანის შეურაცხყოფისთვის. საქმე ეხება მის მიერ 2013 წელს დაწერილ სტატიას კორუფციის შესახებ. ზუსტი მიზეზი სტამბოლში 25 აპრილს გამართული პროცესისა, საჯაროდ არ გამოცხადებულა. დუნდარის მიმართ სხვა საქმეაცაა აღძრული, მთავრობის დამხობის მუხლით. ბრალდება უკავშირდება თურქეთიდან სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე ინფორმაციას. დუნდართან ერთად საქმეში გადის ერდემ გიული, გაზეთის ანკარის რედაქციის ხელმძღვანელი. თურქეთში ორი ათასამდე ადამიანს აქვს წაყენებული ერდოანის შეურაცხყოფის ბრალდება. 24 აპრილს ნიდერლანდელი ჟურნალისტი დააპატიმრეს ერდოანის კრიტიკის გამო. გერმანიაში ხელისუფლებამ დაუშვა ტელევიზიით ერდოანზე სატირული ლექსის წაკითხვის შემდეგ სატირიკოსის მიმართ გამოძიების დაწყება.

XS
SM
MD
LG