Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა სტუდენტების საპროტესტო აქცია "არა პოლიციურ რეჟიმს!"


თბილისში სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით ჩატარდა აქცია “არა პოლიციურ რეჟიმს!”, რომლის მონაწილეებმაც მოითხოვეს, უნივერსიტეტები დატოვონ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და შეწყდეს სტუდენტი აქტივისტების ოჯახებზე ძალოვანი უწყებების ზეწოლა. სტუდენტების საპროტესტო სვლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან და დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. „აუდიტორია 115“-ის წევრები ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დააშინოს მოძრაობაში ჩართული სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, რომლებზეც ხორციელდება ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ზეწოლა მოთხოვნით, სტუდენტებმა ხელი აიღონ აქტივობაზე.

XS
SM
MD
LG