Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიგლა აგულაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: გიგლა აგულაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:42:13 0:00

26 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგლა აგულაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მან ილაპარაკა "პარიზის შეთანხმებაზე", რომელსაც 22 აპრილს ნიუ იორკში 170-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი და რომლის მიზანიც არის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზაცია გლობალური დათბობის შესანელებლად. ნიუ იორკში გამართულ ცერემონიაზე საქართველოს წარმოადგენდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რომელიც სამშაბათს დილით დაბრუნდა თბილისში და ეწვია რადიო თავისუფლებას. გიგლა აგულშვილმა განმარტა, რომ "პარიზის შეთანხმება" ნიშნავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის განაწილებას ქვეყნისთვის, არამედ შესაძლებლობის მიცემასაც. 22 აპრილს "პარიზის შეთანხმების" ხელმოწერის ცერემონიაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა: "ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის დეკარბონიზაცია. მხარი უნდა დავუჭიროთ განვითარებად ქვეყნებს გარდაქმნაში. ღარიბი და ყველაზე სუსტი აღარ უნდა ზარალდებოდეს პრობლემისგან, რომელიც მათ არ გამოუწვევიათ. ნუ დაგვავიწყდება: კლიმატისთვის ძალისხმევა ტვირთი არ არის. ის ნამდვილად იძლევა სარგებელს. ის შეიძლება დაგვეხმაროს სიღატაკის აღმოფხვრაში, მწვანე წარმოებაში ადამიანების დასაქმებაში, შიმშილის დაძლევაში, არასტაბილურობის თავიდან აცილებაში, გოგონებისა და ქალების ცხოვრების გაუმჯობესებაში. კლიმატისთვის მოქმედება არსებითია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“. "დილის საუბრების" ეთერში გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან გათვალისწინებულია საგანგებო მრავალმილიარდიანი საერთაშორისო ფონდის ამოქმედება, რომლის მიზანიც "პარიზის შეთანხმების" განხორციელების ხელშეწყობა იქნება და მისი ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოც იქნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ილაპარაკა საქართველოში გარემოს დაცვის საკითხებზე, გამოხატა პატივისცემა აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მიმართ და ხაზი გაუსვა მოქალაქეების აქტიურობის მნიშვნელობას გარემოს დაცვაში.

XS
SM
MD
LG