Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა ბოტანიკური ბაღისთვის ტერიტორიის წართმევაში


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარი ტერიტორიის წართმევაში. ”გვაქვს დადასტურებული მონაცემები, რომ ბატონმა ივანიშვილმა 4 ჰექტარი ტერიტორია მალულად წაართვა ბოტანიკურ ბაღს და თავის რეზიდენციას შეუერთა, რაც გააკეთა იმ კომპანიის სახელით, რომელზეც მისი ბიზნესცენტრია რეგისტრირებული“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ. მისივე ინფორმაციით, თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, 29 ჰექტარ ტერიტორიაზე აღარ აშენდება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზა, რადგან ამ ტერიტორიასაც ”თათი დაადო” ბიძინა ივანიშვილმა. “თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 3 მაისს სრულდება და ამ ტერიტორიის შემძენი გახდება ვინ თუ არა, ბიძინა ივანიშვილი” - განაცხადა ნიკა მელიამ. მან თბილისის მერს დავით ნარმანიას მისცა რამდენიმე საათი, რათა საზოგადოებას საჯაროდ დაპირდეს, რომ უახლოეს დღეებში გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებებს, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნებს თავის ტერიტორიას და 29 ჰექტარს აუქციონზე აღარ გაიტანს.

XS
SM
MD
LG