Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა ატლანტიკური საბჭოს წევრებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა ატლანტიკური საბჭოს წევრებს და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავს საქართველო ხვდება ქვეყანაში განხორციელებული დადებითი ცვლილებებით და საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ ქართველი ხალხის უცვლელი მხარდაჭერით. ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტის ფრედერიკ კემპეს თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს მომავალ სამიტზე, რომლისგანაც საქართველო დადებით შედეგს ელოდება და ასევე, საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ფრედერიკ კემპემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დიდ პატივს სცემენ მისი ხედვების და პროცესების მისეული აღქმის გამო. "დიდია ინტერესი, რომ საქართველო იყოს წარმატებული დემოკრატიის ქვეყანა და ის ფაქტი, რომ პრემიერი მოწოდებულია ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, აქ დადებითად აღიქმება“ - განაცხადა ატლანტკიური საბჭოს პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპემ.

XS
SM
MD
LG