Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა გიორგი კვირიკაშვილის და ჯონ მაკკეინის შეხვედრა


ვაშინგტონში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ჯონ მაკკეინის შეხვედრა. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ისსტრატეგიული ურთიერთობის ძირითადი საკითხები, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს წვლილი და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატივობას და შეერთებული შტატების აქტიურ როლს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესში. პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, გიორგი კვირიკაშვილმა ჯონ მაკკეინს გააცნო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი. თავის მხრივ, სენატორმა მაკკეინმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის სფეროშისაქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. შეხვედრის შემდეგ სენატორმა

ჯეფ სეშენსმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. სენატორებთან სეშენსთან და მაკკეინთან შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

XS
SM
MD
LG