Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის კატასტროფის 30-ე წლისთავს


უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის 30-ე წლისთავს. ხსოვნის ცერემონია და მთელი რიგი ღონისძიებები იმართება მსოფლიოს ისტორიაში უმძიმესი სამოქალაქო ატომური კატასტროფის მორიგ წლისთავზე. 1986 წლის 26 აპრილს რეაქტორზე აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის საზღვრებს გასცდა და რუსეთში, ბელორუსიაში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან გამართულ ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოთქვა შეფასება, რომ ატომური კატასტროფა იყო ყველაზე მძიმე გამოცდა მისი ქვეყნისათვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იმ ომამდე, რომელიც უკრაინას რუსეთმა დაატეხა. პოროშენკო შეეხო ჩერნობილის ავარიის ისტორიულ კონტექსტსაც. „ჩერნობილი გარკვეულწილ გახდა კატალიზატორი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. მან ხელი შეუწყო უკრაინაში ანტიიმპერიული, ოპოზიციური ძალების შექმნას დადამოუკიდებლობასთან ჩვენს მიახლოვებას“, - განაცხადა პოროშენკომ. 2010ი წლიდან მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებულ რეაქტორზე სარკოფაგის ასაშენებლად. ამჟამად რეაქტორში, სავარაუდოდ, 200-მდე ტონა ურანი რჩება. შიშობენ, რომ თუ დაზიანებული რექტორი დაინგრევა, კვლავ წარმოიშვება რადიოაქტიური ღრუბელი.

XS
SM
MD
LG