Accessibility links

logo-print

ობამას აზრით, პუტინი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპის ერთიანობას


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი საფრთხედ აღიქვამს ევროპის ერთიანობას და ცდილობს, მას ძირი გამოუთხაროს. ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში, რომელიც 26 აპრილს გავა ეთერში, ობამას მაგალითად მოჰყავს ევროპაში მიგრაციით გამოწვეული კრიზისი. მისი აზრით, კრიზისის შედეგად ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერებას, და ევროპის ერთიანობისათვის საფრთხის შექმნას ზოგ შემთხვევაში იყენებს ხალხი, როგორიც არის ვლადიმირ პუტინი. ობამას თქმით, ის ცდილობდა პუტინი დაერწმუნებინა, რომ ნატო და ევროკავშირი მოსკოვს საფრთხეს არ უქმნიან. მაგრამ, ჯერ-ჯერობით, პუტინს ამის ბოლომდე არ სჯერაო - დასძინა ობამამ. მან CBS News-ს ინტერვიუ მისცა ევროპაში ვიზიტის დასასრულს. 25 აპრილს გერმანიაში, ჰანოვერის ბაზრობაზე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ ემოციური მიმართვით მოუწოდა ევროპელებს ერთიანობისაკენ.

XS
SM
MD
LG