Accessibility links

ბანგლადეში პირობას დებს, რომ იპოვიან და გაასამართლებენ გეი აქტივისტის მკვლელებს


ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ პირობა დადო, რომ იპოვიან და გაასამართლებენ პირებს, რომლებმაც 25 აპრილს მოკლეს ორი ადამიანი, მათ შორის გეი აქტივისტი. ამასთან, ჰასინამ ოპოზიციურ პარტიას და მის მოკავშირე ექსტრემისტებს ბრალად დასდო მკვლელობების ორგანიზება, რადიკალი ისლამისტების მხრიდან გააქტიურებული ძალადობის ფონზე. მათი ძალადობა მიმართულია ათეისტებისა და უცხოელების წინააღმდეგ. 26 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა, „ანსარ ალ-ისლამმა“, იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე მას შემდეგ, რაც ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა „ჯამაათ-ე-ისლამი“ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა. გეი აქტივისტი ქსულაზ მანანი, რომელიც თავდამსხმელებმა მოკლეს მის მეგობართან, ტანაი მაჯუმდერთან ერთად, იყო ბანგლადეშში გეების უფლებებისადმი მიძღვნილი პირველი ჟურნალის რედაქტორი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ „ბარბაროსული“ უწოდა მკვლელობას.

XS
SM
MD
LG