Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: საქართველო პროდასავლურ კურსზე რჩება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო პროდასავლურ კურსზე რჩება მიუხედავად მოსკოვთან ურთიერთობის ნაწილობრივ აღდგენისა. კვირიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესთან“ 25 აპრილს ვაშინგტონში საუბრისას დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს და ნატოს უკავშირდება, რადგან ასეთია „ქართველი ხალხის ნება“. კვირიკაშვილი შეეხო რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობასაც, რომელიც მისი განმარტებით, არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე. ვაშინგტონში კვირიკაშვილის ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონ კიმთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში შეხვდა აგრეთვე აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯონ მაკკეინს, სენატორ ჯეფ სეშენსს, ატლანტიკური საბჭოს წევრებსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG