Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 26-მდე გაიზარდა ტკბილეულით მოწამვლით გარდაცვლილების რიცხვი


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 26 ადამიანი გარდაიცვალა პესტიციდების შემცველი ტკბილეულით მოწამვლის შეედეგად. ათობით ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. მსხვერპლი მოჰყვა 17 აპრილს ბავშვის დაბადების აღნიშვნას პანჯაბის პროვინციაში, სადაც ბავშვის ბაბუა ნაყიდი ტკბილეულით გაუმასპინძლდა ნათესავებს და მეგობრებს. 10 ადამიანი იმავე დღეს გარდაიცვალა. 26 აპრილს კი 26-მდე გაიზარდა მსხვერპლის რიცხვი. გარდაცვლილებს შორის არის ახალშობილის მამაც. პოლიციის ცნობით, დააკავეს სამი ადამიანი, მათგან საფუნთუშეს ორი მფლობელი. გამოძიების ვერსიით, ტკბილეულის დასამზადებელ მასას შეცდომით შეურიეს პესტიციდი.

XS
SM
MD
LG