Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგენილია ერევანში ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილის ვინაობა


სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დადგენილია ერევანში ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილის ვინაობა. 25 აპრილის საღამოს მომხდარმა აფეთქებამ ორი ადამიანი შეიწირა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აფეთქების ადგილას იპოვეს სიმ-ბარათი, რომელიც ეკუთვნის სომხეთის მოქალაქეს, ადრე ნასამართლევ პირს. დღეს გაჩხრიკეს მისი ბინა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს. ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელზე ჯერ არაფერს იუწყებიან. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა პოლიციას დაავალა უშიშროების ზომების გამკაცრება მას შემდეგ, რაც ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა შვიდი ადამიანი.

XS
SM
MD
LG