Accessibility links

logo-print

რუსეთში ოფიციალურად აკრძალეს ყირიმელი თათრების „მეჯლისი“


ყირიმში, რომელიც უკანონოდ აქვს მიერთებული რუსეთს, აკრძალეს თათრების თვითმმართველობის ორგანო, მეჯლისი. ყირიმის უზენაესმა სასამართლომ ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 26 აპრილს - ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მეჯლისი შეიყვანეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების სიაში. ყირიმელი თათრები შეადგენენ ყირიმის 2,5-მილიონიანი მოსახლეობის 12-მდე პროცენტს. ბევრმა დატოვა უკრაინის კუთვნილი ეს ნახევარკუნძული მას შემდეგ, რაც ის 2014 წლის თებერვალში დაიპყრეს რუსეთის სამხედრო ძალებმა. თათრები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩნენ, რეეპრესიებს უჩივიან. არის აქტივისტების გაუჩინარების შემთხვევებიც. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მთავრობები მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ ადგილობრივი თათრების შევიწროვებისათვის.

XS
SM
MD
LG