Accessibility links

logo-print

ბალკანეთში პოლიციამ დააკავა იარაღის და ნარკოტიკების კონტრაბანდისტთა ჯგუფის 22 წევრი


ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს პოლიცია იყო ჩართული ოპერაციაში, რომლის დროსაც 22 პირი დააკავეს და დიდი რაოდენობით იარაღს ასევე ნარკოტიკებს მიაგნეს. კონტრაბანდისტთა საერთაშორისო ბანდის გამოვლენა იყო მიზანი ოპერაციისა სახელწოდებით, "ბალკანური ჩახმახი", რომელიც 17-19 აპრილს ჩატარდა ბალკანეთის ქვეყნებში „ინტერპოლის“ და „ფრონტექსის“, ევროპის კავშირის სამართალდამცველთა და სასაზღვრო დაცვის ძალების დაკვეთით. ბოსნია-ჰერცეგოვინაში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელის, ბრანისლავ პავლოვიჩის თანახმად, ამოღებულია, ძირითადად ბოსნიაში, თოფები, ყუმბარები, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნარკოტიკები. იარაღის და ნარკოტიკების კონტრაბანდისტები დასავლეთ ევროპაში ამ საქონლის გადატანას ბალკანეთიდან ახერხებენ. პარიზის ტერაქტების დროს გამოყენებული იარაღი ამ რეგიონიდან იყო. პავლოვიჩს არ გაუმხელია, ვინ არიან დაკავებულები და საიდან მოდიოდა ამოღებული საქონელი.

XS
SM
MD
LG