Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: 2015 წელს მსოფლიოში გაძლიერდა მედიის თავისუფლების შეზღუდვა


შეერთებულ შტატებში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, 2015 წელს მსოფლიოში გაუარესდა ვითარება პრესის თავისუფლების მხრივ და ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო 12 წელიწადის განმავლობაში პოლიტიკური, დანაშაულებრივი და ტერორისტული ელემენტებისაგან მომდინარე ზეწოლის გაძლიერების შედეგად. "ფრიდომ ჰაუსმა" 27 აპრილს გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, რომელშიც წერს, რომ „პრესის თავისუფლების მოწინააღმდეგე ძალები ყველაზე ძლიერი იყო ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში, სადაც მთავრობები და ექსტრემისტების ჯგუფები ზეწოლას ახდენდნენ ჟურნალისტებსა და მედია-საშუალებებზე რომელიმე პოზიციის დასაკავებლად, რის შედეგადაც იქმნებოდა გარემო“ჩვენთან ერთად, ან ჩვენს წინააღმდეგ“. უფლებადამცველი ორგანიზაციის რეიტინგით, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგში. მას 49 ქულა აქვს - საუკეთესო მაჩვენებელი რეგიონში, სადაც ყველა დანარჩენი ქვეყანა არათავისუფალია. ასევე ფრიდომ ჰაუსის მონაცემებით, 2015 წელსაც სირია რჩებოდა ქვეყნად, სადაც ყველაზე მეტი,14 ჟურნალისტი, დაიღუპა და სამი სირიელი ჟურნალისტი იქნა მოკლული თურქეთში, სავარაუდოდ, ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ.

XS
SM
MD
LG