Accessibility links

კრემლი ვერ ხედავს ახალ ოპტიმიზმს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში


რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს შეფასებით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელიც 20 აპრილს გაიმართა ორ წელიწადზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ „არ შეუმატებია ოპტიმიზმი“ ნატოსთან და ევროკავშირთან კრემლის ურთიერთობისთვის. შოიგუმ ეს მოსაზრება გამოთქვა 27 აპრილს მოსკოვში, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეხუთე კონფერენციაზე, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს. შოიგუს თქმით, მოსკოვის ბრალი არ არის ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის გაყინვა. ნატომ ცალმხრივი წესით შეაჩერა რუსეთთან ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობა 2014 წლის 1 აპრილს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე და ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვდება ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერს, უკრაინაში ეუთოს სამეთვალყურეო მისიაზე სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG