Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დ აღინიშნა, რომ მიუღებელია ამ პრინციპის საწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება. მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური უსაფრთხოების თემები. ხაზი გაესვა საქართველოს წვლილის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. შეხვედრის დასასრულს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საქართველოს უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ საინტერნეტო გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG