Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე გამოვიდა


ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, რომლის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა, რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს. „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, იმ პირობით, თუ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, − ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. კომიტეტი მიესალმა 2016 წლის 9 მარტის წინადადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ მოუწოდა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნები მოხსნან.

XS
SM
MD
LG