Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი დაიმედებულია რეფორმებისადმი უკრაინის ახალი მთავრობის მიდგომით


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, მისივე თქმით, დაიმედებულია რეფორმების მხარდაჭერით, რომელსაც უკრაინის ახალი მთავრობა გამოხატავს. ნულანდმა ეს განცხადება გააკეთა კიევში, სადაც პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს. ნულანდი ამბობს, რომ ვაშინგტონში ბრუნდება ოპტიმისტური განწყობით, რომ უკრაინაში კვლავ აღდგა რეფორმების პროცესი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიევისაგან მოითხოვს კორუფციის დასაძლევად მუშაობას და ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რათა მიაწოდოს დახმარება 17,5 მილიარდი დოლარის პაკეტიდან. ნულანდმა განაცხადა ასევე, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელებას და ვაშინგტონის მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია აქვთ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ძალაში დატოვების საკითხში, სანამ მოსკოვს არ შეუსრულებია მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.

XS
SM
MD
LG