Accessibility links

logo-print

კატარში თალიბანის ოფისი უარყოფს ცნობას სამშვიდობო მოლაპარაკების მხარდაჭერაზე


კატარში ავღანელი თალიბების პოლიტიკური ოფისი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თალიბანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის საკითხის განსახილველად. თალიბანის კატარის ოფისის წარმომადგენელმა მუჰამად ნაიმმა 27 აპრილს განაცხადა, რომ პაკისტანში კატარიდან ჩასული დელეგაციის დღის წესრიგში არ შედის სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხზე მსჯელობა. თალიბანის ორკაციან დელეგაციას ევალება მოლაპარაკება თალიბი პატიმრების გათავისუფლებაზე, პაკისტანში ავღანელი ლტოლვილების მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ პრობლემებზე პაკისტან-ავღანეთის საზღვართან. ნაიმის ეს განცხადება ეწინააღმდეგება პაკისტანში ავღანელი თალიბების წარმომადგენლის ცნობას, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო „რანს პრესს“ მიაწოდა, რომ თალიბების სამწევრიანი დელეგაცია 25 აპრილს ჩავიდა პაკისტანში და მალე დაამყარებს კონტანქტს პაკისტანელ და ავღანელ ოფიციალურ პირებთან. ამ წყაროს თანახმად, ვიზიტის მთავარი მიზანია, განხილულ იქნეს გზები და ზომები ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად.

XS
SM
MD
LG