Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა აქცია ბოტანიკური ბაღის საზღვრების შეცვლის გასაპროტესტებლად


თბილისში მერიის შენობასთან გაიმართა აქცია ბოტანიკური ბაღის საზღვრების შეცვლის გასაპროტესტებლად. აქციაზე, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, დემონსტრანტებმა შენობის პიკეტირება სცადეს. რამდენიმე საათიანი პროტესტის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, შეწყვიტოს აქცია, თუმცა აპირებს განაახლოს გამოსვლები, თუ თბილისის მერია, გეგმისამებრ, ჩაატარებს 3 მაისისთვის დანიშნულ აუქციონს და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარს გაასხვისებს. დემონსტრაციის მონაწილეების ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ ტერიტორიის მიერთებას.

XS
SM
MD
LG