Accessibility links

logo-print

ერევანში ავტობუსის ამფეთქებელი თვითონაც აფეთქების დროს დაიღუპა


სომხეთში გამომძიებლები ამბობენ, რომ 55 წლის მამაკაცი, რუდენ ბალიანი, რომელმაც 25 აპრილს ერევანში ავტობუსი ააფეთქა, თვითონაც დაიღუპა კიდევ ერთ ადამიანთან ერთად. ვარაუდობენ, რომ ბალიანს ავტობუსით გადაჰქონდა ბომბი, რათა გამოეყენებინა ნათესავების წინააღმდეგ, მათზე განაწყენების გამო. გამომძიებელ სონა ტრუზიანის თქმით, ბალიანს შესაძლოა შემთხვევით აუფეთქდა ბომბი, ვიდრე მას დანიშნულების ადგილამდე მიიტანდა. გამომძიებლებმა აფეთქების ადგილას იპოვეს სიმ-ბარათი და გაჩხრიკეს ბალიანის ბინა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG