Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილის შეფასებით, წლის ბოლომდე დასრულდება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები წლის ბოლომდე შეძლებენ, დაიწყონ უვიზოდ მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში. უსუფაშვილმა ეს შეფასება გამოთქვა ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბრისას: „ვფიქრობ, რომ ამ წლის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეები შედეგს დაინახავენ და შეძლებენ ამ პროცესის პოზიტიური შედეგით სარგებლობას. რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღებას, ვფიქრობ, რამდენიმე თვეა საჭირო იმისათვის, რომ დასრულდეს ყველა პროცედურა ევროპულ სტრუქტურებში. ეს არის, რასაც ვხედავ, რასაც ვისმენ, ეს არის, როგორც მესმის ეს პროცესი“, განაცხადა უსუფაშვილმა ბრიუსელში, სადაც უკვე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს. ვიზიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხია სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება.

XS
SM
MD
LG