Accessibility links

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები აცხადებენ, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აცხადებენ, რომ, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ელენივკაში ბლოკპოსტზე თავდასხმის შედეგად. ამავე წყაროს ცნობით, უკრაინელი სამხედროების მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა 10 სამოქალაქო პირი დაჭრა. ეს ხალხი, როგორც ჩანს, რამდენიმე საათი იცდიდა ბლოკპოსტთან, უკრაინის ჯარების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელად. კიევი უარყოფს სეპარატისტების ბრალდებას ბლოკპოსტისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ. ადგილობრივი მესაზღვრეების წარმომადგენელი, ანატოლი კოცურბა ამბობს, რომ ბლოკპოსტზე აფეთქება მოხდა, მაგრამ მას არ დაუნახავს საარტილერიო იერიში რომელიმე მხრიდან. უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლამ, რომელიც ორი წელია გრძელდება, 9100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. სეპარატისტები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ზოგ რაიონს.

XS
SM
MD
LG