Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი: სამოქალაქო პირი დაიღუპა მთიანი ყარაბაღიდან ცეცხლის გახსნის შედეგად


აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და რვა დაიჭრა მთიანი ყარაბაღიდან წუხელ განხორციელებული საარტილერიო იერიშის შედეგად. ეს ცნობა გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან ჭურვები დაუშინეს აზერბაიჯანის ტერტერის და აგდამის რაიონებს და, შესაბამისად, დაარღვიეს 5 აპრილს ამოქმედებული ზავი. მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები უარყოფენ ამ ცნობას და, თავის მხრივ, ბაქოს ბრალად სდებენ ტანკების, ჭურვების, სარაკეტო სისტემების გამოყენებას რეგიონზე იერიშებისათვის. სეპარატისტების ლიდერებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ მათი სამი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის იერიშების შედეგად. მთიან ყარაბაღში აპრილის დასაწყისში დაიწყო ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება მას შემდეგ, რაც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ შეაჩერა კონფლიქტი ამ სადავო გარშემო.

XS
SM
MD
LG