Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 20-მდე ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოზე ავიაიერიშის შედეგად


საფრანგეთში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ, სულ ცოტა, 14 პაციენტი და მედიკოსი არიან იმ ხალხს შორის, ვინც დაიღუპა სირიის ქალაქ ალეპოში წუხელ საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად. ალ-ყუდოსის საავადმყოფო მდებარეობს ალეპოს რაიონში, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. იქ ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ წევრებიც მუშაობდნენ. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა ავიაიერიშის შედეგად. ამ მსხვერპლის გამო 133-მდე გაიზარდა ალეპოში 22 აპრილის შემდეგ დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი. ალეპოში ერთმანეთს უპირისპირდებიან მეამბოხეები და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება.

XS
SM
MD
LG