Accessibility links

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 3,7 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს


საქართველოში 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლებია წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით. მონაცემები 28 აპრილს გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა). მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორიის 82%, ის ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG