Accessibility links

logo-print

უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ ვერა სავჩენკოს სამშობლოში დასაბრუნებლად


უკრაინელი დიპლომატები აცხადებენ, რომ მუშაობენ ნადია სავჩენკოს დის, ვერა სავჩენკოს სამშობლოში დასაბრუნებლად მას შემდეგ, რაც მას არ მისცეს რუსეთიდან გამგზავრების უფლება. უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადიას სავჩენკოს რუსეთში მისჯილი აქვს 22 წლით პატიმრობა ორი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს. ცნობების თანახმად, ნადიას და, ვერა სავჩენკო უკრაინის საზღვართან დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა და ჩამოართვეს პასპორტი, როცა ის დის პატიმრობის გამო რუსეთში ყოფნის შემდეგ უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. მოგვიანებით ვერა გაათავისუფლეს და წაიყვანეს ქალაქ დონის როსტოვში უკრაინის საკონსულოში. ევროსაბჭოში უკრაინის წარმომადგენელი, დმიტრო კულება, "ფეისბუკზე" წერს, რომ ვერა სავჩენკოს პასპორტი დაუბრუნეს. რუსმა მესაზღვრეებმა ვერა დააკავეს რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დაწყებულია ნადია სავჩენკოს ექსტრადიციის პროცედურა.

XS
SM
MD
LG