Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა პაკისტანს დაუბრუნა ბუდისტური ხელოვნების ნიმუში, რომელიც 1982 წელს მოიპარეს


აშშ-მა პაკისტანს დაუბრუნა ბუდისტური ხელოვნების ძველთაძველი ნიმუში, რომელიც 1982 წელს მოიპარეს და უკანონოდ ჩაიტანეს შეერთებულ შტატებში. ეს არის ქვაზე ბუდის ნაფეხურების გამოსახულება, „ბუდაპადა“. ის შეერთებულ შტატებში კონტრაბანდულად ჩაიტანა იაპონელმა ანტიკვარმა, რომელსაც არტეფაქტში მილიონ დოლარზე მეტის აღების იმედი ჰქონდა. ნიუ-იორკის პროკურორებმა ბუდაპადა 27 აპრილს გადასცეს პაკისტანის საელჩოს. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის, რიზვან საიდ შეიხის ცნობით, ბუდაპადა ჯერ-ჯერობით ნიუ-იორკში დარჩება და შესაძლოა მუზეუმშიც გამოიფინოს. ხელოვნების ეს ნიმუში 200 კილოგრამზე მეტს იწონის. პაკისტანელმა დიპლომატმა ბუდაპადას უწოდა „პაკისტანის კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი ელემენტი“.

XS
SM
MD
LG