Accessibility links

logo-print

გაეროს წარმომადგენელი: "კატასტროფულად გაუარესდა" მდგომარეობა სირიის ორ ქალაქში


სირიაში გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელის, იან ეგელანდის აზრით, ბოლო 48 საათის განმავლობაში „კატასტროფულად გაუარესდა“ მდგომარეობა ქალაქ ალეპოში და ნაწილობრივ ქალაქ ჰომსშიც. ეგელანდმა ეს შეფასება გამოთქვა მას შემდეგ, რაც ალეპოს რაიონებში, რომელთაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ, ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა 60-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ავიაიერიშებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოზე განხორციელდა. საფრანგეთში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ექიმები უსაზღვრებოდ“ ცნობით, სულ ცოტა 14 პაციენტი და ექვსი მედიკოსი არიან წუხელ საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულებს შორის. სირიის არმიამ 28 აპრილს უარყო ბრალდება, რომ განზრახ დაბომბა საავადმყოფო. ბოლო იერიშების შედეგად 150-ს გადააჭარბა ალეპოში 22 აპრილის შემდეგ დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვმა. ამ ქალაქში ერთმანეთს უპირისპირდებიან მეამბოხეები და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება.

XS
SM
MD
LG