Accessibility links

logo-print

პოროშენკო: ნადია სავჩენკოს და, ვერა, უკრაინაში დაბრუნდა


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ნადია სავჩენკოს და, ვერა სავჩენკო, რომელიც წუხელ დააკავეს რუსეთში, როცა ის სამშობლოში ჩასვლას აპირებდა, უკრაინაში დაბრუნდა. როგორც იუწყებიან, ვერა სავჩენკო უკრაიელი დიპლომატის მანქანაში იჯდა, როცა რუსმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და პასპორტი ჩამოართვეს. დღეს პოროშენკომ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ როგორც რუსეთში უკრაინის გენერალურმა კონსულმა შეატყობინა, "ვერა სავჩენკომ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ახლა სამშობლოშია“. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ვერა სავჩენკოს - მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა დააკავეს - საზღვარზე ჩააკითხა რუსეთში უკრაინის გენერალურმა კონსულმა და დონის როსტოვში გენერალურ საკონსულოში ჩაიყვანა. რუსმა მესაზღვრეებმა ვერა დააკავეს რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დაწყებულია უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს ექსტრადიციის პროცედურა. ნადიას რუსეთში მისჯილი აქვს 22 წლით პატიმრობა ორი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს.

XS
SM
MD
LG