Accessibility links

logo-print

გაურკვევლობაა სერბიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე


მეხუთე დღეა, გაურკვევლობაა სერბიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. სერბიის საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ხმების ნაწილობრივი დათვლის შედეგად 5-პროცენტიანი ზღვრის მიღმა დარჩა რადიკალური მემარჯვენე მოძრაობა სერბიის დემოკრატიული პარტია/დვერი. მაგრამ მოძრაობას ჯერ კიდევ აქვს პარლამენტში 13 ადგილის მოპოვების შანსი 4 მაისის განმეორებით კენჭისყრაზე. პრემიერ-მინისტრ ალექსნდარ ვუჩიჩის პროგრესულმა პარტიამ შეიძლება საგრძნობლად გაიუმჯობესოს პოზიციები, თუკი სერბიის დემოკრატიული პარტია/დვერი ვერ მოიპოვებს ამ 13 ხმას და ვერ მოხვდება პარლამენტში.

XS
SM
MD
LG