Accessibility links

logo-print

რუსეთი აპროტესტებს იმას, რომ პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა „ღამის მგლები“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს პოლონეთის ელჩი კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი დაიბარა პოლონეთის უარის გამო, თავის ტერიტორიაზე შეუშვას რუს მოტოციკლეტისტთა ჯგუფი, „ღამის მგლები“, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. „ღამის მგლების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ზოგიერთი მათგანი იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მხარეზე, რომელთაც რუსეთი უწევს დახმარება. აშშ-მა სანქციები დაუწესა „ღამის მგლებს“ ყირიმში განხორციელებული თავდასხმებისთვის და სეპარატისტებისთვის მებრძოლთა რეკრუტირებაში მონაწილეობისთვის. „ღამის მგლების“ ლიდერი, ალექსანდრ ზალდოსტანოვი ხშირად ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში ვლადიმირ პუტინთან ერთად.

XS
SM
MD
LG