Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დისციპლინარული ზომები მიიღო 16 სამხედრო მოსამსახურის მიმართ


აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დისციპლინარული ზომები მიიღო 16 სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის, ორვარსკვლავიანი გენერლის მიმართ, შეცდომებისთვის, რომელთაც შედეგად მოჰყვა ავღანეთში სამოქალაქო საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმის განხორციელება და 42 სამოქალაქო პირის სიკვდილი. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ამ პირების მიმართ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, მათ მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდა საავიაციო იერიშისთვის, რომელიც გასული წლის ნოემბერში განხორციელდა ქალაქ ყუნდუზში. მისი თქმით, დასჯილ სამხედროთაგან ბევრი აშშ-ის საგანგებო ოპერაციების ძალების წევრია. ზომები, რომლებიც მათ მიმართ გატარდა, ზოგ შემთხვევაში ჯარისკაცებისა და ოფიცრების სამხედრო კარიერის დასასრულს ნიშნავს.

XS
SM
MD
LG