Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა


ნორვეგიის ხელისუფლების ცნობით, 29 აპრილს ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა. სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა თქმით, ნაპოვნია 11 გვამი. ვერტმფრენში, სულ მცირე, 13 ადამიანი იმყოფებოდა. ვერტმფრენის ორკაციან ეკიპაჟს 11 მუშა მოჰყავდა ჩრდილოეთის ზღვაში მოქმედი ნავთობმომპოვებელი სადგურიდან, რომელიც ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქ ბერგენიდან დასავლეთით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG