Accessibility links

logo-print

რუსეთის ატომურ წყალქვეშა ნავზე ხანძარი ჩააქრეს


ჩააქრეს ხანძარი, რომელიც გაუჩნდა რუსეთის ქალაქ ვილიუჩინსკში, კამჩატკაზე, უტილიზაციისთვის განკუთვნილ ატომურ წყალქვეშა ნავს. როგორც სააგენტო „კამ 24“ იტყობინება, ნავი ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშია და მისგან ამოღებულია რეაქტორის აქტიური ზონა. როგორც ტასი იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, საქმე ეხება წყალქვეშა ნავ „კრასნოიარსკს“, რომელიც 1998 წელს ჩამოწერეს უტილიზაციისთვის. უწყებაში აღნიშნეს, რომ მასში დემონიტრებულია მთელი შეიარაღება და ბირთვული დანადგარები, და რომ ხანძარი არ წარმოადგენს ეკოლოგიურ საფრთხეს.

XS
SM
MD
LG